„საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?”
სპექტაკლი IVა კლასის მოსწავლეებისა და მათი ხელმძღვანელის, სალომე ბზარაშვილის ინიციატივით დაიდგა და მოზარდებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი არჩევანითა და მოქმედებით განსაზღვრეს საქართველოს გზა, შემოგვინახეს სამშობლო, კულტურა და ეროვნული იდენტობა.




