ბიზნესგაკვეთილი: თეორია და პრაქტიკა
მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ბიზნესგაკვეთილის ფარგლებში, შეისწავლეს ბიზნესგეგმის წერა: ბრენდინგი, რეკლამა, კონკურენცია, ბიუჯეტირება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დააარსეს მინი კომპანიები, სადაც ჰყავდათ ფინანსური მენეჯერი, პაირ მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი. ასევე აწარმოეს პროდუქტები და განახორციელეს გაყიდვები. პროექტის ბოლოს ყველა კომპანიამ განიხილა გამოწვევები, გააკეთა ანალიზი და დასახა სამომამვლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვების დღეს მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი და ვისაუბრეთ მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვზე, იმაზე თუ რას იწვევს მოთხოვნის ზრდა ფასთან მიმართებით. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს თეორიის პრაქტიკაში გადმოტანას და ავითარებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა: დროის მართვა, გუნდურობა, დეტალებზე ორიენტირება და ა.შ.






