კონკურსი საჯარო მეტყველებაში
მე-9 და მე-10 კლასებში ჩატარდა ინგლისურენოვანი შიდა სასკოლო კონკურსი საჯარო მეტყველებაში. მონაწილეები წარსდგნენ ორწუთიანი სიტყვით ლიდერობის შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეფასდნენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
პირველი ადგილი: ალექსანდრე ლიპარტელიანი; მეორე ადგილი: მარიამ გეგუჩაძე; ჟიურის რჩეული: ნინი ოქრაძე.
ჟიურის წევრები: მარიკა კლდიაშვილი (საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, საერთაშორისო ბიზნეს ანალიტიკოსი), ია შიოშვილი (English book education-ის ექაუნთ მენეჯერი), თამარ უსანეთაშვილი (უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), თამარ ლოლიშვილი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კრიტიკული აზროვნების პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი), ქეთევან სანოძე (ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), კონკურსის მენტორი: მარიამ ბოლქვაძე.






