მათემატიკისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი
მეათეკლასელებმა მათემატიკისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ გაკვეთილზე ლიტერატურის სფეროში მოპოვებული ინფორმაცია მათემატიკაში გრაფების ასაგებად და ფუნქციის ცნების განსასაზღვრად გამოიყენეს.
ეპოქა, ჟანრი, მიმდინარეობები, ლიტერატურის დარგში პრემიები, პოეზია და პროზა, რომანი და ნოველა, ფსევდონმები, აკრძალული და პროპგანდისტული ლიტერატურა - ეს ყოველივე შეუსაბამეს მწერლებს იმის დასადგენად, თუ რომელი შესაბამისობა წარმოადგენს მათემატიკურ ფუნქციას, რომელი - არა.
მოსწავლეებმა გამოკვეთეს, რომ ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია - სიმართლის მსახურებაა. მათ წაიკითხეს ფრაგმენტები მწერალთა შემოქმედებიდან და წარმოადგინეს ლიტერატურა იმ ნიშნით, თუ რა გზა გამოინახა ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ ქვეყანაში, საზოგადოების გამოსაფხიზლებლად და პროგრესის გზაზე დასაყენებლად.




