გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

პირველი დახმარების კლუბმა განსაკუთრებულ საგანმანათლებლო ღონისძიებას უმასპინძლა. კლუბს სტუმრად ეწვივნენ პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლები: ტრენერი აკაკი სეფაშვილი და აკადემიის სტუდენტები.

ტრენინგს ჰქონდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი, რაც განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გადაუდებელი დახმარების უნარების განვითარებით.

განსაკუთრებული მადლობა სკოლის სტუმრებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებისთვის და ანა გოცაძეს - პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.